Recepti.GE
 
 

ახალი რეცეპტები


ნამცხვარი "ზებრა"


namcxvari "zebra"

5 ცალი კვერცხი
3 ჩ.ჭ. შაქრის ფხვნილი
200 გრ. კარაქი
1 ჩ.ჭ. არაჟანი
5 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
4 ს.კ. რზე ან წყალი
სოდა, ძმარი, ვანილი-გემოვნებით.



ხუთი მთლიანი კვერცხისა და ორი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, ფქვილი და კოვზით კარგად ავზილოთ (ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის). ცომი გავყოთ შუაზე. ერთ ნახევარს შევაზილოთ 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი; ყალიბს წავუსვათ კარაქი და რიგრიგობით დავასხათ ჯერ თეთრი ციმი, ზემოდან ყავისფერი, შემდეგ ისევ თეთრი და ასე გავაგრძელოთ, სანამ ცომი დამთავრდება. ყალიბი შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.
როცა გამოცხვება, ზემოდან დავასხათ შოკოლადის მინანქარი ("გლაზური"). რომელიც შემდეგნაირად უნდა მოვამზადოთ: ერთ ჭიქა შაქრის ფხვნილს დავამატოთ სამი სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 4 სუფრის კოვზი რძე ან წყალი დავდგათ ცეცხლზე, დავამატოთ 50 გრამი კარაქი წამოვადუღოთ და ცხელი დავასხათ ნამცხვარს.


   
eXTReMe Tracker